30 აპრილი 2024,   21:14
ვრცლად
გარდაცვლილი 4 მშვიდობიანი მოქალაქე და 2 პოლიციელი - სამართალდამცველებთან დაპირისპირება ავღანეთში მსხვერპლით დასრულდა

პოლიციასთან შეტაკებებს ავღანეთში 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოსახლეობის ნაწილი ეპიდემიის დროს დახმარების სახით საკვების არათანაბრად გადანაწილებას აპროტესტებდა. 

დემონსტრანტებმა პოლიციას ქვები ესროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა საპასუხოდ ცეცხლი გახსნეს.

დაპირისპირების დროს 4 მშვიდობიანი მოქალაქე და 2 პოლიციელი დაიღუპა.

ავღანეთში კორონავირუსით ინფიცირების 4 ათასზე მეტი და გარდაცვალების 120 შემთხვევა ფიქსირდება.

 

  

დღის ამბები