05 სექტემბერი 2026,   18:58
ვრცლად
მატება ერთნიშნა ციფრს არ აღემატება, თუ ასე გაგრძელდა, პიკი გადალახულია - მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ პიკის პერიოდი გადალახულია, თუმცა მოსახლეობამ რეკომენდაციების დაცვა უნდა განაგრძოს. 

"მონაცემებს თუ შევხედავთ, უკვე თითქმის კვირაზე მეტია, მატება ერთნიშნა ციფრს არ აღემატება. თუ ასე გაგრძელდება, პიკის პერიოდში ვართ, შეიძლება ითქვას, რომ გადალახულია. მოსახლეობამ უნდა გააგრძელოს იმ შეზღუდვების პერიოდში არსებული დაცვის საშუალებების გამოყენება და ცხოვრების წესი. ძალიან არ უნდა შევიცვალოთ,"-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსისგან 8 პაციენტი გამოჯანმრთელდა, მაშინ, როდესაც ვირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ს შეადგენს. 

დღის ამბები