საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდე 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მთავრობის ადმინისრაციის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე - stopcov.ge სადაც ქვეყანაში covid ინფექციის სტატისტიკა მუდმივად ახლდება, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად კორონავირუსის დადასტურებული მონაცემთა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა.
ამ დროისთვის საქართველოში COVID-19 383-მა ადამიანმა დაამარცხა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 3873 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 404.
რაც შეეხება უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას კვლავ სამია.
ქვეყანაში COVID ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 12-ია.