27 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
თურქეთში კორონავირუსით 4 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთში, კორონავირუსით ლეტალობის შემთხვევებმა 4 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში ასი ათასზე მეტი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

მსოფლიოში ინფიცირების მაჩვენებლით მეორე ადგილზეა რუსეთი, სადაც ინფექციას 2 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ბოლო ერთ დღეში გარდაცვალებულთა რიცხვი სომხეთში 60-მდე, აზერბაიჯანში კი 39-მდე გაიზარდა.

90 ათასს აჭარბებს ლეტალობის მაჩვენებელი შეერთებულ შტატებში. ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში, პირველად ნიუ-იორკის შტატში, "კოვიდ19"-ით გარდაცვალების ყველაზე დაბალი - 139 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის მონაცემები სწრაფად მატულობს ბრაზილიაში. ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კოლაფსს ვარაუდობს.

ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მცირდება ევროპის ქვეყნებში. იტალიაში, ბოლო ერთ დღეში 145 ადამიანი დაიღუპა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ესპანეთში კი ბოლო ორი თვის განმავლობაში ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს პირველად ჩამოსცდა. დღეიდან შეზღუდვების შემსუბუქების ახალ ეტაპზე გადადის ევროპის ქვეყნების ძირითადი ნაწილი. იტალიაში მაღაზიები, ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება. ღია ტიპის რესტორნები და ბარები მუშაობას განაახლებენ ესპანეთშიც. სასწავლო პროცესი აღდგება ბელგიის დაწყებითი და საშუალო სკოლებში. შეზღუდვების შემსუბუქება იწყება საბერძნეთში, პორტუგალიაში, დანიასა და სხვა ქვეყნებში.

დღის ამბები