06 სექტემბერი 2026,   14:47
ვრცლად
ბოჭორიშვილის კლინიკის 6 ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის ინფორმაციით, კლინიკას ბოლო 24 საათში 6 ახალი პაციენტი ჰყავს, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით, ახალი პაციენტები ბოლნისის კლასტერიდან და საკარანტინო სივრციდან არიან.

"პაციენტებიდან 6 ახალია. ახალი პაციენტებიდან არის ბოლნისის კლასტერი და კარანტინის სივრცე. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გარდა ერთისა, რომელიც შემოსვლისთანავე გადავიდა რეანიმაციულ დეპარტამენტში,"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მაკა სოლოღაშვილის ცნობით, ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 51 პაციენტი, ხოლო აქედან COVID 19 დადასტურებული აქვს 43 ადამიანს. მისივე თქმით, ათი მათგანი 18 წლამდე ასაკის მოზარდია, რომელთა მდგომარეობაც მსუბუქია. მისივე ინფორმაციით, საერთო ჯამში, კლინიკას ორი მძიმე პაციენტი ჰყავს, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ კლინიკაში გამოჯანმრთელებას 4 პაციენტი ელოდება, მათგან ერთი არასრულწლოვანია.
 

დღის ამბები