27 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
დღეიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანა მნიშვნელოვან შეზღუდვებს ხსნის

დღეიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის იტალია და ესპანეთი, მნიშვნელოვან შეზღუდვებს ხსნის. თუმცა, აკრძალვების მოხსნისას გათვალისწინებული იქნება უსაფრთხოების ზომებიც. ძალაში რჩება პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

იტალიაში მაღაზიები, ბარები, რესტორნები და სილამაზის სალონები იხსნება. ღია ტიპის რესტორნები და ბარები მუშაობას განაახლებენ ესპანეთშიც. სასწავლო პროცესი აღდგება ბელგიის დაწყებით და საშუალო სკოლებში. შეზღუდვების შემსუბუქება იწყება საბერძნეთში, პორტუგალიაში, დანიასა და სხვა ქვეყნებში.

პარალელურად, ევროპის ქვეყნებში​ კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები შემცირდა. იტალიაში, ბოლო ერთ დღეში 145 ადამიანი დაიღუპა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ესპანეთში კი, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა 100-ს პირველად ჩამოსცდა.

დღის ამბები