28 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
აშშ-ში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 90 000-ს გადააჭარბა. ბოლო ერთ დღეში, ახალი ტიპის კორონავირუსით შტატებში 820 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული დაავადება უკვე მილიონნახევარ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ვირუსი 270 000-ზე მეტმა ადამიანმა დაამარცხა. დადასტურებული შემთხვევებითა და გარდაცვლილთა რიცხვით, შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ნიუ-იორკის გუბერნატორი​ ენდრიუ კუომო მოსახლეობას ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს.

"დღეს ტესტი პირდაპირ ეთერში ჩავიტარე, თუ ხვალ აქ აღარ ვიქნები, ეს ნიშნავს, რომ პასუხი დადებითი იყო. მოვუწოდებ ნიუ-იორკელებს, თუკი ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომები აღენიშნებათ, გაიკეთონ ტესტი. ჩატარებული ტესტირების რაოდენობა საკმარისი არ არის. იმისათვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ინფიცირების მაჩვენებელი, აუცილებელია კიდევ უფრო მასშტაბური ტესტირება,"- აცხადებს ნიუ-იორკის გუბერნატორი​ ენდრიუ კუომო.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების დირექტორი ვარაუდობს, რომ პირველი ივნისისთვის ქვეყანაში "კოვიდ-19"-ით გარდაცვლილთა რიცხვი 100 000-ს გადააჭარბებს. ბოლო შვიდი კვირის განმავლობაში პირველად, ნიუ-იორკის შტატში "კოვიდ-19-ით" გარდაცვალების ყველაზე დაბალი - 139 შემთხვევა დაფიქსირდა. 

დღის ამბები