27 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
ევროკავშირი და ავსტრალია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ

მსოფლიოში კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოძიების მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება. 

ევროკავშირი და ავსტრალია კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

ინფორმაციას ამის შესახებ "დოიჩე ველე" ავრცელებს. წინადადებას მხარი 122-მა ქვეყანამ, მათ შორის დიდმა ბრიტანეთმა, იაპონიამ, სამხრეთ კორეამ, კანადამ, რუსეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ინდონეზიამ და თურქეთმა დაუჭირეს.

გამოძიების ინიციატივამ პეკინის მხრიდან მკვეთრი რეაქცია გამოიწვია, რომელმაც ავსტრალიას, როგორც ინიციატორს, ჩინეთზე პოლიტიკურ თავდასხმაში დასდო ბრალი. ავსტრალია და ევროკავშირი ინიციატივას ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის სხდომაზე გააჟღერებენ, რომელიც ჟენევაში 18-21 მაისს გაიმართება. ასამბლეაზე განიხილავენ რამდენად სწორი ნაბიჯები გადაიდგა კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად

ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი მარის პეინი ​ აცხადებს, რომ გამოძიების ინიციატივის მომხრეებს სურთ დაეხმარონ მსოფლიოს გამოცდილების დაგროვებაში, ვირუსის წარმოშობასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით.

"ინიციატივის მომხრეებს სურთ დაეხმარონ მსოფლიოს აუცილებელი გამოცდილების დაგროვებაში, ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით კვლავ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები, იმედი გვაქვს მოვახერხებთ საკითხთან დაკავშირებით კონსესუსს და არსებულ კითხვებს პასუხი გაეცემა" - აღნიშნა ავსტრალიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

დღის ამბები