28 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
მოსახლეობა ჩვეულებრივად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ COVID 19 გაქრა - ავსტრალიის ახალი სამხრეთ უელსის შტატი

ავსტრალიის ყველაზე მეტად დასახლებულმა ახალი სამხრეთ უელსის შტატმა დღეიდან ზომების შემსუბუქება დაიწყო. მოსახლეობა სამსახურებში ბრუნდება.

შტატში აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება. ამ დრომდე შტატში საერთო ჯამში კოვიდ ინფექციის 7 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 

ახალი სამხრთ უელსის პრემიერ-მინისტრი გლედის ბერეჯიკლიანი აცხადებს, რომ ზომების შემსუბუქება ქვეყნიდან კორონავირუსის გაქრობასთან არ ასოცირდება.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ "კოვიდ-19" გაქრა. მოსახლეობა ჩვეულებრივად მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, თუმცა ვცდილობთ მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან პიკის საათეები იმისთვის, რომ სოციალური დისტანციის დაცვა შევძლოთ,"- განაცხადა გლედის ბერეჯიკლიანიმ.

დღის ამბები