28 აპრილი 2024,   02:53
ვრცლად
ყირიმის ნახევარკუნძულზე იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან. ზელენსკიმ განცხადება ყირიმელი თათრების გენოციდის წლისთავთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვისას გააკეთა.

უკრაინაში ყოველწლიურად 18 მაისს 1944 წლის ტრაგიკული მოვლენები აღინიშნება, მათ შორის საბჭოთა ხელისუფლების მიერ ყირიმელი თათრების მასობრივი გასახლება ცენტრალურ აზიაში. 

დღის ამბები