28 აპრილი 2024,   03:50
ვრცლად
მეჩეთები გაიხსნა, ამისთვის მადლობა ღმერთს, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები - ვითარება ერაყში

ერაყში შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად ადგილობრივები რელიგიურ დაწესებულებებში არ დადიან, მიზეზი "კოვიდ-19"-ით შესაძლო ინფიცირების შიშია. ერთ-ერთი მეჩეთის მსახური აცხადებს, რომ სამლოცველო დარბაზი სოციალური დისტანციის წესებს სრულიად აკმაყოფილებს და უსაფრთხოა, თუმცა რამდენიმე დღეა მომლოცველები მეჩეთში ვიზიტისგან თავს იკავებენ.

"მეჩეთები გაიხსნა, ამისთვის მადლობა ღმერთს, თუმცა არსებობს გარკვეული შეზღუდვები, მომლოცველებმა წესები ზედმიწევნით უნდა დაიცვან, თუ ასე მოვიქცევით მეჩეთში ვიზიტი უსაფრთხოა," - აღნიშნა
აბდუსალამ ჰამზამმა.

დღის ამბები