19 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
ბოლნისის რაიონის ორ სოფელში დაახლოებით "იტალია" ხდება - პაატა იმნაძე

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანსა და გეტაში კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. სოფლებში მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება გრძელდება. რეგიონში განხორციელებულ სამედიცინო ღონისძიებებზე ვიდეოკონფერენციაზე პრემიერ მინისტრს ინფორმაცია ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორმა მიაწოდა.

შეხვედრას შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. სადაც ყურადღება გამახვილდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სოფლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზეც.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის შეფასებით, ბოლნისის ამ სოფლებში ვითარება უკიდურესად კრიტიკულია.

"ბოლნისის რაიონში არის ორი სოფელი, სადაც, ვიტყოდი რომ, თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, იქ, დაახლოებით, იტალია ხდება. მსჯელობა იყო, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ამ სიტუაციის კონტროლი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა, გაუქმდება მერე რა გზებით და საშუალებებით უნდა მოხერხდეს სიტუაციის კონტროლი,"- განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები