06 სექტემბერი 2026,   12:23
ვრცლად
"საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონის ცვლილებებში ომბუდსმენის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონპროექტის სახალხო დამცველთან განხილვის შემდეგ მისი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი გათვალისწინებულია. მისივე თქმით, ვადის შესახებ გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღება.

"ჩაშლილია ყველა დეტალი, რეკომენდაცია, სადაც კითხვის ნიშნები იყო და გამოითქვა პრეტენზიები სხდომაზე. სახალხო დამცველის რეკომენდაციები გავითვალისწინეთ და უფრო მეტად დაზუსტებული ვარიანტია წარდგენილი",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა პარლამენტს "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები წარუდგინა.

იქამდე, პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გუშინ უყარეს კენჭი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, სადაც პარლამენტმა გარკვეული დათქმით დაუჭირა მხარი კანონპროექტს.

კერძოდ, "ქართული ოცნების" ინიციატივაა, ნორმები, რომლებიც დგინდება, იყოს დროებით, ივლისის რომელიმე რიცხვამდე გაწერილი გარდამავალ დებულებებში.

როგორც ცნობილია, კანონპროექტის მოქმედების ვადა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, შემზღუდავი ღონისძიებების გატარება მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

დღის ამბები