28 აპრილი 2024,   12:18
ვრცლად
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 965 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 22 013-მდე გაიზარდა, ქვეყანაში კორონავირუსის 16 508 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 350 000-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ სამხრეთ ამერიკა კორონავირუსის ახალ ეპიცენტრად იქცა და სიტუაცია განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბრაზილიაში.

ინტენსიური განყოფილების ექიმი დანიელა დე სილვა აცხადებს, რომ საზოგადოებამ გადაადგილებისგან მაქსიმალურად უნდა შეიკაოს თავი.

"აქ იმისთვის ვართ, რომ დავეხმაროთ თქვენს ახლობლებს, გთხოვთ, რომ თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან და დარჩეთ სახლში, არსებული ვითარება მძიმეა და მასთან ხუმრობა არ შეიძლება, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი ბოლსონარუ აცხადებდა თითქოს ეს იყო უბრალოდ გრიპი, ფაქტია, რომ ეს ასე არ არის,"- განაცხადა დანეილა დე სილვამ.

დღის ამბები