28 აპრილი 2024,   10:39
ვრცლად
ტურისტებისთვის ესპანეთი საზღვრებს ივლისიდან გახსნის

ესპანეთში ბოლო ერთ დღეში "კოვიდ-19"-ს 48 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ესპანეთში კორონავირუსით 28 678 ადამიანი გარდაიცვალა.

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ესპანეთში "კოვიდ-19" 235 290 ადამიანს დაუდასტურდა.

ესპანეთის პარტია "ვოქსის" ათასობით მხარდამჭერმა ეკონომიკაზე საკარანტინო შეზღუდვების გავლენის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის განახლება დაიწყება და ტურისტებს ესპანეთი ივლისიდან უმასპინძლებს.

"ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის განახლება ეტაპობრივად მოხდება, ტურისტებისთვის ესპანეთი საზღვრებს ივლისიდან გახსნის, ივნისიდან განახლდება საფეხბურთო ჩემპიონატიც, თუმცა თავიდან მოგვიწევს მატჩების ცარიელ სტადიონებზე გამართვა,"- განაცხადა პედრო სანჩესმა.

დღის ამბები