28 აპრილი 2024,   07:58
ვრცლად
იერუსალიმში მეჩეთთან პოლიციასა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება მოხდა - მორწმუნეებს მეჩეთში შესვლის უფლება პანდემიის გამო არ აქვთ

იერუსალიმში ალ აქსას მეჩეთთან მუსლიმებსა და ადგილობრივ პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. მრევლი ტაძარში შესვლას ითხოვდა, ტაძრის კარის გახსნის უფლებას სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები რამადანის დასრულებამდე არ იძლევიან, მიზეზი კორონავირუსის შესაძლო გავრცელებაა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ტაძრის რამდენიმე მომლოცველი დააკავეს. 

იერუსალიმის მკვიდრი ისმათ შალუდი აცხადებს, რომ მორწმუნეებს მეჩეთში შესვლა სურთ.

"ალ აქსას მეჩეთი 2017 წლის შემდეგ არ დახურულა, მართალია ახლა სხვა ვითარებაა, მაგრამ მორწმუნეებს გვსურს რამადანის დასრულების აღსანიშნად ტაძარში ვილოცოთ და ხელისუფლებამ ამის ნება მოგვცეს. ისრაელში გაიხსნა მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, მხოლოდ ტაძრები დაკეტეს, რაც მიმაჩნია, რომ არ არის სწორი,"- განაცხადა ისმათ შალუდმა.

დღის ამბები