ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მზადდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც მედპერსონალის გაწეული სამუშაოს ანაზღაურების ვადა 60-დან 45 დღემდე შემცირდება. როგორც მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, ეს იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი ჯანდაცვის სექტორის მიმართ.
"მინდა გამოვიყენო თქვენი ეთერი და ვამცნო კლინიკების ხელმძღვანელებს და მედპერსონალს, სამინისტროში მიმდინარე სამუშაოების შესახებ, რომელიც ეხება კლინიკების ანაზღაურების დადგენილებაში მიმდინარე ცვლილებებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით, დადგენილებით ხდება 4 თვის შემდეგ ფინანსური ანაზღაურება შესრულებული სამუშაოების, შემდეგ დღეებში მოხდება ჩვენი პროექტს მთავრობისთვის წარდგენა, რის შემდეგადაც სამოცი სამუშაო დღის შემდეგ დამდგარი ანაზღაურების ვალდებულების შემცირებას ვაპირებთ 45 დღეზე, რაც იქნება მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი ამ სექტორის მიმართ,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.