ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, COVID-19-ის სამკურნალოდ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატის, პლაქვენილის (ჰიდროქსიქლოროქინის) ტესტირება შეწყდა. ამის შესახებ განცხადება ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის, რომლებსაც ამ მედიკამენტით მკურნალობდნენ, სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ჯანმოს გადაწყვეტილებით ასევე შეჩერებულია "ქლოროქინის" გამოცდაც.
"ორგანიზაციის აღმასრულებელმა ჯგუფმა შეაჩერა პრეპარატ ჰიდროქსიქლოროქინის გამოცდა, ეს ეხება მხოლოდ ჰიდროქსიქლოროქინისა და ქლოროქინის გამოყენებას COVID-19-ის სამკურნალოდ. გამოცდების სხვა ეტაპები კვლავ გრძელდება," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი.