ოკუპირებულ ცხინვალში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდგინდა. ინფიცირებული სამხედრო პირია.
ამ დროისთვის, კარანტინში 138 ადამიანი იმყოფება. ამ დრომდე, ოკუპირებულ ცხინვალში ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 39 შემთხვევა გამოვლინდა.