13 ივლისი 2020,   06:54
ვრცლად
კიდევ გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი - მეზობლების ანალიზის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

ე.წ. საბურთალოს კლასტერის სამეზობლოს დანარჩენი ადამიანების ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი.

ახალი, საკმაოდ დიდი კლასტერი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, ერთ კვირაში გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო, სავარაუდოდ, ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. შესაბამისად, ეპიდემიოლოგები ახლა მათ კონტაქტებს სწავლობენ.

ამ ეტაპზე, ე.წ. საბურთალოს კლასტერში, 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

დღის ამბები