კორონავირუსის სტატისტიკა საქართველოში დღეს კიდევ 4-ით გაიზარდა. ინფიცირებულებიდან 2 ვირუსის გავრცელების იმ ჯგუფს მიეკუთვნება, რომელიც ე.წ. საბურთალოს კლასტერის სახელით არის ცნობილი.
როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილი ამბობს, მათ კლინიკაში მოთავსებული 2 ახალი პაციენტიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, რადგან მისი ანამნეზი დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით.
"ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 42 პაციენტი. აქედან 23-ს აქვს დადასტურებული COVID-19-ის დიაგნოზი. 5 ბავშვია, დანარჩენი მოზრდილი.
დაგვემატა გუშინ 2 პაციენტი დადასტურებული დიაგნოზით, ჩვენს კლინიკაში დაუდასტურდათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ერთი პაციენტია საყურადღებო, რომელიც დატვირთულია ქრონიკული დაავადებებით. ეს ორი პაციენტი არის საბურთალოს კლასტერიდან," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა,