ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოლო 3 დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ამის შესახებ კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ბოლო 3 დღეში 2 მოზარდი და 1 ზრდასრული გამოჯანმრთელდება.
"ბოქსირებულ სექტორში, ამ ეტაპზე 50 პაციენტია. 50-დან "კოვიდ 19-ის" დადასტურებული დიაგნოზი აქვს 20-ს. 20-დან ოთხი 18 წლამდე ასაკის მოზარდია. ერთი პაციენტია საყურადღებო. ახალი პაციენტი არ გვყავს. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. ერთია მხოლოდ საყურადღებო. პარასკევის შემდეგ ახალი გამოვლენილი დიაგნოზი არ გვყავს. ბოლო 3 დღის განმავლობაში გვყავს 3 გამოჯანმრთელებული - 2 მოზარდი და ერთი მოზრდილი,"-განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.