12 სექტემბერი 2026,   15:45
ვრცლად
"გზა, წყალი და გაზი არ არის, სოფელი საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარეობს "- ზაალ უდუმაშვილი სოფელ ზემო და ქვემო შუახევის მოსახლეობას შეხვდა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი დუშეთის რაიონის სოფელ ზემო და ქვემო შუახევში იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა. როგორც ადგილობრივებმა შეხვედრისას აღნიშნეს, სოფელში დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება უწყლობა, გაზიფიცირება და ინტერნეტიზაცია.

ასევე, მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სოფლამდე მისასვლელი გზა თითქმის არ არსებობს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ ჰპირდებოდათ პრობლემების მოგვარებას, შემდეგ წლობით არავინ ჩნდება და სოფლის პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება.

"არანაირი კომფორტი არ აქვთ ამ სოფლელებს, ვართ მიგდებული, საზღვრის პირას ვცხოვრობთ. გზა არ გვაქვს, ბავშვები სკოლაში ვერ მიდიოდნენ. ახლა ონლაინ არს, კიდევ არაუშავს, მაგრამ ინტერნეტი არ აქვთ. ვისაც საშუალება აქვს ინტერნეტის, მეზობელი მეზობელთან მიდის. არაფერს არ აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება, მოდიან, გვპირდებიან. შეპირებული იყო გზას გავაკეთებთ, წყალს გავაკეთებთ. არაფერი არ გაუკეთებიათ. არჩევნების მერე საერთოდ არავინ მოსულა აქ,"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

უდუმაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, დაინტერესდეს თავისი მოქალაქეების ბედით და საკუთარი ფუფუნების ნაცვლად, სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას პირველადი საჭიროების მოთხოვნილებები მაინც დაუკმაყოფილონ.

"წლებია, ვერ მიაღწიეს, რომ გზა ჰქონდეს სოფელს, რომ, ელემენტარულად, წვიმიან ამინდსა და თოვლში აქ სასწრაფო დახმარების მანქანა მაინც ამოვიდეს. მუნიციპალიტეტს, წლიდან წლამდე დაუხარჯავი ფული რჩება, რომელსაც უკან აბრუნებს ბიუჯეტში, იმიტომ, რომ არ იციან როგორ განკარგონ ფული და არც აქვთ ამის სურვილი. გზა არ არის, წყალი არ არის, გაზი არ არის, არადა, სოფელი რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს საოკუპაციო ზოლთან და ამ სოფელს განსკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები