10 სექტემბერი 2026,   13:36
ვრცლად
გომისმთაზე დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია

კურორტ გომისმთაზე დაკარგული მამაკაცი ნაპოვნია.

22 წლის ლაშა ბურჭულაძეს მეხანძრე-მაშველებმა ხინოს მთაზე, კარავში მიაგნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა თავს სუსტად გრძნობს, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემები არა აქვს.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ბურჭულაძე სახლიდან 5 ივნისს, გომისმთის მიმართულებით გავიდა და ამ დრომდე მას მაშველები და სოფლის მოსახლეობა ინტენსიურად ეძებდა.

დღის ამბები