07 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
გაიზრდება თუ არა გორში რესტორან "ჟოზეფში" მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალდებულთა რაოდენობა - ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულია

გაიზრდება, თუ არა გორში რესტორან "ჟოზეფში" მომხდარი ინციდენტთან დაკავშირებით სავარაუდო ბრალდებულთა რაოდენობა - დაპირისპირების თვითმხილველთა გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში დღესაც გაგრძელდება. განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სამართალდამცველებმა დღის ბოლოს 22 წლის თარაშ კანდელაკი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ყოფილი მოკრივის, გიორგი კანდელაკის შვილი გაუსწორდა ფიზიკურად 18 წლის ახალგაზრდას, რომლის მდგომარეობაც ამ დრომდე კრიტიკულია. ამ ეტაპზე, ის ერთადერთი ბრალდებულია. თუმცა, თვითმხილველები ამბობენ, რომ დაპირისპირებაში დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილებდა.

დღის ამბები