07 სექტემბერი 2026,   09:12
ვრცლად
ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს - ლეიბორისტული პარტიის წევრს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან

დღეს ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. ლეიბორისტული პარტიის წევრი 25 მაისს ვაზისუბანში, ალუბლების ქუჩაზე ადგილობრივების მხარდასაჭერად გამართული აქციის დროს დააკავეს. მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. დანაშაული 1 000-დან 4 000 ლარამდე ოდენობის ჯარიმას ან 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად ჩხარტიშვილი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უკანონოს უწოდებს.

"რამდენი უკანონო პატიმრობა და ჯარიმაც არ უნდა დამაკისრონ, რომელსაც ვერ და არ ვიხდი, მაინც ეს ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე, თბილისის ეკოლოგიური გარემოს განადგურებისგან დასაცავად," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები