19 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
კორონავირუსი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ვირუსის ასეთ სწრაფ გავრცელებას არავინ ელოდა. ამის გამო მსოფლიოს გაცილებით დიდი სიფრთხილე მართებს პანდემიის წინააღმდეგ.

"კორონავირუსი ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი ღამის კოშმარია. ოთხი თვის განმავლობაში მან მთელი მსოფლიო გაანადგურა. მილიონობით ადამიანი დაინფიცირდა და ეს ძალიან, ძალიან მცირე დროში მოხდა, ყველასთვის მოულოდნელი იყო ვირუსის გავრცელების სისწრაფე. მან მთელი პლანეტა მოიცვა და ჯერ არ დასრულებულა,"- განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, პანდემიამ აშშ-ში 114 148, მთელს მსოფლიოში კი - 414 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 7 300 000-ს გადააჭარბა. სტაბილურად იზრდება კოვიდინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა გერმანიაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 318 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ლეტალობის მაჩვენებელი 18-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა რაოდენობით გერმანია მე-9 ადგილზეა მსოფლიოში.

კატასტროფულად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ბრაზილიაში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 32 091 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცრებულთა რაოდენობა ქვეყანაში     800 000-ს აღწევს, ბოლო 24 საათში 1 272 პაციენტი გარდაიცვალა.

დღის ამბები