23 აპრილი 2024,   19:40
ვრცლად
სიტუაცია არამდგრადი რჩება და შეზღუდვების შემსუბუქებას ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ - გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნებში პოზიტური ტენდენცია ნარჩუნდება. იტალია საკარანტინო შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე გადადოს და ქვეყნაში დასაშვები ხდება სპორტული ღონისძიებების ჩატარება, ასევე გაიხსნება საზაფხულო ბანაკები და საბავშვო ბაღები.

კორონავირუსის გამო დაწესებული მთავრობის საგანგებო უფლებამოსილების მოხსნას აპირებს საფრანგეთი. პანდემიის გამო სახელმწიფოს მიერ დაწესებული სპეციალური ზომები 10 ივლისს დაკარგავს ძალას.

რაც შეეხება გერმანიას, აქ ბოლო 24 საათში კორონავირუსის 258 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი დაიღუპა. გერმანიაში აცხადებენ, რომ ინფიცირების მაჩვენებლით სიტუაცია არამდგრადი რჩება.

"გერმანიაში ინფიცირების რიცხვი აჩვენებს, რომ სიტუაცია არამდგრადი რჩება და ჩვენ ძალიან პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ შეზღუდვების შემსუბუქებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ვირუსი არ გამქრალა და თუკი ჩვენ უპასუხისმგებლოდ ვიმოქმედებთ, კვლავ მივიღებთ მზარდ რიცხვებს. ეს კი უკვე მოხსნილი ზომების კვლავ შემოღების აუცილებლობამდე მიგვიყვანს," - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მაასი

დღის ამბები