18 აპრილი 2024,   07:18
ვრცლად
სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერ აქციაზე 250-ზე მეტი პირი დააკავეს

სომხეთში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მხარდამჭერ აქციაზე 250-ზე მეტი პირი დააკავეს. ერევანში გაგიკ წარუკიანის მომხრეები უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც პოლიტიკოსი დაკითხვაზე მიიყვანეს. მომიტინგეები სამართალდამცველებმა სოციალური დისტანციის წესის დარღვევის გამო აიყვანეს.

აქციის ორგანიზატორების მიმართ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პარტია "აყვავებული სომხეთის" ლიდერს უკანონო სამეწარმეო ქმედებებში ადანაშაულებენ, თავად წარუკიანი ბრალდებებს უარყოფს და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.

დღის ამბები