07 სექტემბერი 2026,   23:27
ვრცლად
ტყიბულში პროტესტი გრძელდება - მეშახტეები დღეს მერიის წინ შეიკრიბებიან

ტყიბულში მეშახტეების პროტესტი გრძელდება. შახტში დასაქმებულები, რომელთაც რამდენიმე დღის წინ მუშაობაზე უარი განაცხადეს, დღეს მერიის წინ შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უცვლელია - უსაფრთხოების ზომების დაცვა და ხელფასების 20%-ით გაზრდა. მათი თქმით, კომისიამ, რომელიც შახტში არსებულ მდგომარეობას სწავლობდა არა დასკვნა, არამედ შესასრულებელი სამუშაოების ოქმი და ვადები გამოსცა.

მეშახტეები გეგმავენ პროტესტი მათი მოთხოვნების შესრულებამდე გააგრძელონ.

"პირობები არის უცვლელი. პირველ რიგში ის უსაფრთხოების დაცვა, მეორე - ხელფასების გაზრდა. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ბოლომდე გავიტანოთ ჩვენი მოთხოვნები იმიტომ, რომ როდესაც კომპანია შემოვიდა, მაშინ დაპირება იყო, რომ 2020 წლიდან გაიზრდება ხელფასები ეტაპობრივადო, დაიწყება ჩვეულებრივი მუშაობა და მოუწევდათ გადაიარაღება. ესენი მაგას არაფერს არ აკეთებენ," - აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

დღის ამბები