18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
იძულებითი ღონისძიების გამოყენება კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და ამას მხოლოდ მაშინ მიმართავს პოლიცია, როცა შეკრება უკანონო ხასიათს იღებს - ნინო ცაციაშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ ნებისმიერი შეკრების დროს პოლიციის პირველი მიზანია მოლაპარაკების გზით თავიდან აიცილოს იძულებითი ღონისძიებების გამოყენება.

"პოლიციას ორი მიმართულებით აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის განხორციელება, ერთის მხრივ, უზრუნველყოს ადამიანის უფლება, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას უკავშირდება და კონვერტირდება შეკრებაში და მეორეს მხრივ, უზურუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგისა და მართლწესრიგის დაცვა. ამ ორ უფლებას შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ჩვენ, ზოგადად, პოლიცია, ნებისმიერი შეკრების დროს პირველი მიზანი და მოწოდება გახლავთ ის, რომ მაქსიმალურად მოლაპარაკების გზით თავიდან ავიცილოთ იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. იძულებითი ღონისძიების გამოყენება მოგეხსენებათ, კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და ამას მხოლოდ მაშინ მიმართავს პოლიცია, როდესაც შეკრება უკანონო ხასიათს იღებს, რასაც ბოლო პერიოდში არაერთი გამოვლინება ჰქონდა," - აღნიშნა ნინო ცაციაშვილმა.

დღის ამბები