08 დეკემბერი 2021,   04:51
ვრცლად
დააკავეს პირი, რომელმაც ტექნიკის მაღაზიის მეპატრონეს დანის მუქარით ფული გასტაცა - მას 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვარკეთილში მდებარე ტექნიკის ერთ-ერთ მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს დანის მუქარით 3000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დღის ამბები