აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის ანგარიში მოისმინა. მოხსენების დაწყებამდე დეპუტატებს ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარემ და მაუწყებლის ყოფილმა თანამშრომელმა მალხაზ რეხვიაშვილმა მიმართა. მან დეპუტატებს მოუწოდა, არ მოესმინათ მრჩეველთა საბჭოს ანგარიში,რადგან ისინი მაუწყებელში თავისუფალ სიტყვას დევნიან. მიმართვის შემდეგ რეხვიაშვილმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.
მაუწყებლის ბორდის ანგარიშით უკმაყოფილო დარჩა ოპოზიცია, მათი შეფასებით ეს იყო ძალიან სუსტი და არაფრისმომცემი ანგარიში.
მმართველ გუნდში სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდეს.