აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 22-დან 24 ივნისამდე მდინარე ენგურზე ე.წ. საზღვარს გახსნის და ამ პერიოდში უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჰუმანიტარული კორიდორი.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილი მოქალაქეები და აფხაზეთში მცხოვრები ადამიანები გადაადგილებას შეძლებენ.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის განცხადებით. ენგურის ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება დილის 9 საათიდან საღამოს 7 საათამდე. მათივე ცნობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა ადამიანი ვალდებული იქნება გაიაროს სამედიცინო-სანიტარული კონტროლი. აფხაზურმა მხარემ ე.წ. საზღვარი მდინარე ენგურზე 1-ელი ივნისიდან ჩაკეტა.