26 ოქტომბერი 2021,   05:43
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენცია გახსნა

ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენცია გახსნა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა.

კონფერენცია ვიდეოფორმატში გაიმართა და მასში მინისტრები, ევროკომისიის, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და კომპანიების წარმომადგენლები მოანწილეობდნენ.

საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის პირობებში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობასა და იმ ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევების გადალახვას, რომლებიც ენერგოეფექტურობის გზით შეიძლება გადაიჭრას. 

"დღეს ენერგოუსაფრთხოება ზოგიერთ ქვეყანაში ეროვნულ უსაფრთხოებად იქცა. სუფთა და უსაფრთხო ენერგია ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა. პანდემიამ ყველა სფერო გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ეკონომიკისა და ერგერგეტიკის სისტემა. არსებობს მრავლი გზა ენერგოეფექტურობამდე. ამის შესახებ არაერთი წარმატებული ისტორია გვახსოვს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს მაგალითები. საქართველო პატარა ქვეყნაა. თუმცა ასეთ დროსაც კი ქვეყანაში ექპერიმენტების განხორციელება კარგი იქნებოდა. ენერგოუსფართხოების დანერგვისთვის ახალი სტანდარტები და რეგულაციებია საჭირო. საქართველო მოდერნიზაციის პროცესს გადის. აუცილებელია გრძელვადიანი ენერგოპროგრამა და ადეკვატური პოლიტიკის გატარება, ასევე ახალი ტექნოლოგიების დანერგვა. ვფიქრობ, რომ მცირე რესურსით შესაძლებელია ხანგძლივ ვადაში მივაღწიოთ ენერგოუსაფრთხოებას,"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები