07 სექტემბერი 2026,   23:26
ვრცლად
საქართველოში რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი დაბრალებულია გიორგი რურუაზე - უფლებადამცველი კახა კუჭავას ევროპარლამეტარების მოტყუებაში ადანაშაულებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

გიორგი რურუას ადვოკატის განცხადებით, ეს მოწმეები იქნებიან ის სამართალდამცველები, რომლებიც ნივთმტკიცებულებების წამოსაღებად საკანში იყვნენ შესულები. 

ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ მის ხელთ არსებული წერილის მეშვეობით, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ ევროპარლამენტის წევრებს გაუგზავნა, მრავალი ცრუ ინფორმაციაა მიწოდებული გიორგი რურუას ბრალდებასთან დაკავშირებით.

"მე ხელთ მიჭირავს წერილი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ გაუგზავნა ევროპარლამენტის წევრებს, სადაც ჩვენ ვხვდებით არაერთ ტყუილს და საქართველოში ალბათ რა მკვლელობაც მომხდარა ყველაფერი დაბრალებულია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გიორგი რურუაზე. საუბარი არის 93-94 წლებზე და მას შემდეგ დაახლოებით 10 წელი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი იყო ხელისუფლებაში, ხოლო 2012 წლის შემდეგ, 8 წელი უკვე "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში და არც ერთხელ კითხვაც კი არ დასმულა გიორგი რურუასთან ამ საქმეებთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები