18 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
ფოთში იანვარში გაუჩინარებულ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

ფოთში ეძებენ მამაკაცს, რომელიც იანვარში გაუჩინარდა. 1988 წელს დაბადებული მამაკაცი სახლიდან 31 იანვარს გავიდა და მას შემდეგ ოჯახს მის შესახებ არაფერი სმენია.

ოჯახის წევრების თქმით, ირაკლი ჯაბუამ სამსახურის კუთვნილი ავტომანქანა კოკაიას ხეივანზე რიონთან დატოვა, სადაც მისი კვალი იკარგება.

ჟურნალისტებთან საუბარში დედა ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ადრეც იყო სახლიდან წასული, თუმცა მალევე გამოჩნდა. ოჯახი დახმარებას ითხოვს და მიმართავს ყველას თხოვნით, თუკი მის შესახებ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, დაუყონებლივ შეატყობინონ.

საქმესთან დაკავშირებით შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

დღის ამბები