18 ნოემბერი 2024,   21:55
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 10-ს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს

19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 10-ს, ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს.

მორაგბეები, ფეხბურთელები, მოჭიდავე, მწრთვნელი, - დაკავებულები ძირითადად სპორტული სამყაროს წარმომადგენლები არიან. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ასევე, 3 არასრულწლოვანი.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ნაწილი არ ეთანხმებიან წარდგენილ ბრალდებებს და ნატი მატგანი კი ამბობს რომ დაპირიპირების არცერთ ეპიზოდში არ მიუღია მონაწილეობა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 225-ე, 143-ე და 126-ე მუხლებით, რაც ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებს გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არ არის გამორიცხული შემდგომში ბრალი დამძიმდეს ან ბრალდებულთა რაოდენობა გაიზარდოს.

ცნობისთვის, 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მცხეთაში, ერთ-ერთ აგარაკზე, მეგობრის წვეულებაზე იმყოფებოდა, საიდანაც მისი კვალი გაუჩინარდა. მაშველებმა ოთხდღიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.

დღის ამბები