თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის დღეს გამოვლენილი ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. მისივე თქმით, ორივე პაციენტი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და, ამ დროისთვის, 926-ს შეადგენს. 6-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და ახლა 791-ია.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2819, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 ადამიანია.
საქართველოში კორონავირუსისგან გარდაცვლილია 15 ადამიანი.