14 ივლისი 2020,   16:50
ვრცლად
კორონავირუსი მუტაციას განიცდის - მოქმედებს თუ არა იმუნიტეტი ევროპაში გაჩენილ ახალ შტამზე

ზუსტად ნახევარი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჩინეთში უცნობი ტიპის პნევმონიის შესახებ გახდა ცნობილი. ექვსი თვის შემდეგ კი მსოფლიოში დაინფიცირებულთა რაოდენობამ ათ მილიონს მიაღწია. ვირუსი არსად წასვლას არ აპირებს.

სახეშეცვლილი ვირუსი შეიძლება უფრო მეტად გადამდები გახდეს, ვიდრე ის, რომელიც ჩინეთიდან პირველად წამოვიდა და გავრცელდა. სახე იცვალა სპაიკ ცილამ ანუ ვირუსის საცეცებმა, რომელიც ეჭიდება რეცეპტორებს და უფრო მარტივად აღწევს ადამიანის ორგანიზმში.

ჯერჯერობით, მეცნიერული დასკვნა არ არსებობს, გაიზარდა თუ არა ვირუსის აგრესიულობა და აქედან გამომდინარე, სიკვდილიანობის მაჩვენებლები. თუმცა, სპეციალისტების ინფორმაციით, არის ალბათობა, რომ ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულს ვირუსი განმეორებით არ დაემართება. ამ ტიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები იანვარში იყო დაფიქსირებული, თუმცა მუტაციის შედეგად შეცვლილი "კოვიდ-19-ის" მაჩვენებლები მარტიდან გაიზარდა ევროპაში და შემდეგ ჩინეთშიც გავრცელდა.

სახეცვლილი "კოვიდ 19-ის" შემთხვევები საქრთველოში არ ფიქსირდება. ქვეყანაში ჯერ კიდევ ვირუსის პირველი ტალღის ნარჩენებს ებრძვიან.

ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია და სხვა ქვეყნებთან შედარებით ჯერ სტაბილური, თუმცა სპეციალისტები მუდმივ მზადყოფნაში არიან და საერთაშორისო საფრთხეებზე საუბრობენ.

კორონავირუსის მაჩვენებლები ჯერ არ განულებულა, მკვეთრად მინიმუმადე არ ჩამოდის. სპეციალისტების ინფორმაციით, მეორე ტალღა ბევრ ქვეყანაში უკვე დაწყებულია. ვირუსთან მიმართებით თუ საქართველო რეგულაციებს ისევ მკაცრად დაიცავს, მაშინ მეორე შემოტევას ქვეყანა ისევ მარტივად გადაიტანს, როგორც სხვა ნებისმიერი რესპირატორული ვირუსის დროს.

დღის ამბები