13 სექტემბერი 2026,   12:24
ვრცლად
"საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას ექთნებს მოგვხედონ" - ქუთაისში ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი აქციას მართავს

აქცია ქუთაისში - ჩხობაძის კლინიკის მედპერსონალი კუთვნილ ანაზღაურებას მოითხოვს. მათი თქმით, 4 თვეა 300-მდე თანამშრომელს ხელფასები არ აუღია.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მას შემდეგ, რაც კლინიკა ცხელების ცენტრად გადაკეთდა კორონავირუსს პერსონალი ადგილზე ებრძვის, ხოლო ნაწილი სამუშაოდ წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში გაგზავნეს, თუმცა დაპირებული ანაზღაურება არავის მიუცია. 

"ცხელების ცენტრში 90 თანამშრომელი ვართ, წყალტუბოში კი 16 კაცი გაგვგზავნეს. თანამშრომლების ნაწილი სახლში გაუშვეს. 4 თვეა წყალტუბოში დავდივარ, თუმცა ანაზღაურება არ მიმიღია. ვრეკავდით ცხელების ცენტრში, თუმცა რეაგირება არავის ჰქონია. ყველანაირად შეურაცხყოფილები ვართ. საარჩევნოდ ბროშურების გაკეთებას ექთნებს მოგვხედონ. ჩვენთვის არც ტაში აღმოჩნდა და არც მადლობა. ვგრძნობთ, რომ ქვეყნისთვის საჭირო არ ვართ," - ამბობს საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი.

აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია შეუერთდა. მისი თქმით, აქციის მონაწილეები COVID-19-თან ბრძოლაში გმირულად შრომობდნენ, თუმცა მათ შრომას სახელმწიფო არ აფასებს.

დღის ამბები