თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო დანარჩენი 7 შემოტანილი შემთხვევაა.
მისივე თქმით, ამ 7-დან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
"დაგვემატა 8 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 23-ით გაიზარდა. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან 6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 არის ჩვეულებრივი მოქალაქე. ჩვენს ცენტრში 4 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა 3 და დღეს გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა.
რუტინული კვლევებით, ამ პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. ჩვენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და თანდათანობით მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.