26 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტში შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებენ. ისინი შეშფოთებას გამოხატავენ ცვლილებების პაკეტიდან ფუნდამენტური ჩანაწერების შესაძლო ამოღებასთან დაკავშირებით.

მათივე თქმით, აუცილებელია გაიზარდოს ინსპექციის მანდატი. აღნიშნულ ცვლილებებზე დეტალურად დღეს EMC-ის, საიას და "ღია საზოგადოების ფონდის" შრომის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

"იქითკენ მიდის პროცესი, რომ ბიზნეს ლობის ზეწოლის შედეგად პარლამენტი უარს იტყვის ინსპექციის მანდატის გაზრდაზე, რაც არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი ამ ცვლილებათა პაკეტში. თუ ასე მოხდა, მაშინ აზრი დაეკარგება საერთოდ ამ რეფორმას. ეს იქნება სამარცხვინო დათმობა ბიზნესის მიმართ, დასაქმებულების ღალატი, რომლებიც ელოდებიან, რომ ამ გარანტიებით მათ ოდნავ მაინც შეუმსუბუქდებათ ის მდგომარეობა, რომელშიც ყოველდღიურად უწევთ მუშაობა," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი კოტე ერისთავი.

დღის ამბები