24 აპრილი 2024,   08:36
ვრცლად
4 ახალი შემთხვევიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, ხოლო 2 სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველა იმპორტირებულია. მისივე თქმით, 4 ახალი შემთხვევიდან 2 მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო 2 სხვა ქვეყნიდან შემოსული მოქალაქე. 

შეგახსენებთ, საქართველოში COVID 19-ით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და მონაცემი 821 გახდა. გაზრდილია ინფიცირების რაოდენობაც - ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 ახალი დადასტურებული შემთხვევით ქვეყანაში სულ 943 შემთხვევა ფიქსირდება.

ამ დრომდე კარანტინის რეჟიმშია 3,080 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 პირი რჩება.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.

დღის ამბები