ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ეწვია. პრეზიდენტმა რაჩხას ჩანჩქერი და მურის ციხე მოინახულა.
სალომე ზურაბიშვილი ესტუმრა სოფელ ოყურეშში ერთ ერთ ოჯახსაც, სადაც ვაზის ენდემური ჯიშის ვენახი დაათვალიერა.