საარჩევნო სისტემა შეიცვალა აჭარაში - აჭარის კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას უმაღლესი საბჭოს 15 -მა დეპუტატმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.
ცვლილების მიხედვით, ექვსი მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდა. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ხელისმოწერის შემდეგ ამოქმედდება.
ცვლილების მიხედვით 21 დეპუტატიდან 3 მაჟორიტარული წესით აირჩევა, 18 კი - პროპორციულით. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე.
რაც შეეხება ბლოკებს, ის უცვლელი რჩება.
ბოიკოტის ნიშნად სხდომებს ოპოზიციის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.