ზუგდიდში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ცენტრის ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი ტრაილერის მძღოლია შიდა ქართლიდან, რომელიც ზუგდიდში იმყოფებოდა.
ინფიცირებული პირი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, ასევე მოკვლეულია მისი ორი კონტაქტი. ორივე მათგანი საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილი.