19 ნოემბერი 2024,   04:42
ვრცლად
"არანაირი შეხება არ მაქვს არავისთან" - რას ყვება "კურიერთან" ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე "კაწრო"

რას ყვება ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და რა იცის მან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით - 6 საათიანი გამოკითხვის დასრულების შედეგ "კაწრო" კურიერმა ექსკლუზიურად ჩაწერა. ბილანიშვილი 19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმესთან რაიმე კავშირს უარყოფს.

ე.წ. კაწრო ამბობს, რომ ამ პირებს საერთოდ არ იცნობდა და რომ არც შემთხვევის ადგილზე ყოფილა.

ავთანდილ ბილანიშვილის განმარტებით, გამოძიებას მასთან კითხვები ვიდეო-ჩანაწერთან დაკავშირებით ჰქონდა და სატელეფონო ანძის ჩანაწერები უკვე ამოიღო.

"არანაირი შეხება არ მაქვს არავისთან. საერთოდ არ ვიცნობ," - აღნიშნა ავთანდილ ბილანიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ავთანდილ ბილანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში დაახლოებით 6 საათი იმყოფებოდა. მისი ადვოკატის თამარ აბესაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანომ თეთრ პერანგიანი მამაკაცის ვინაობა დაადგინა, რომელიც გურამ ამირხანაშვილს შეხვდა.

ცნობისთვის, "კაწრო" საგამოძიებო უწყებაში მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიბარეს. 

დღის ამბები