23 დეკემბერი 2024,   04:22
ვრცლად
ნიღბიანი პირი ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს თავს დაესხა

ზუგდიდი-თბილისის ავტობუსს უცნობმა პირმა ღამით ქვა ესროლა და ადგილიდან მიიმალა. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა "კურიერს" უთხრა, შემთხვევა სოფელ ცაიშთან შუაღამეს მოხდა.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერჯობით დაუდგენელმა პირმა, რომელსაც ნიღაბი ეკეთა და ავტობუსის წინა მინა დააზიანა, ტერიტორია მსუბუქი ავტომობილით მაშინვე დატოვა.

დავით დიდიშვილის თქმით, შესაძლოა ეს მიზანმიმართული ქმედება იყო.

"ნამდვილად არ ვიცი ვინ იყო, მაგრამ შეიძლება, რომ იყოს რომელიმე კონკურენტის ნამოქმედარი. მაგალითად, ჩვენ მგზავრებს, რომლებიც ზუგდიდში შეიძენენ ბილეთს, თბილისიდან უფასოდ ვაბრუნებთ უკან. არავის ვადებ ხელს, კამერებმა მომხდარი დააფიქსირეს, პოლიციაც გამოვიძახეთ," - განაცხადა დავით დიდიშვილმა.

მომხდარის შემდეგ მგზავრები თბილისში სხვა ავტობუსით გადაიყვანეს. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

დღის ამბები