20 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ხელვაჩაურში პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ოფისი გაიხსნა

ხელვაჩაურში პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" ოფისი გაიხსნა. ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელად მამუკა ხაზარაძემ მერაბ აბაშიძე დაასახელა.

ღონისძიებაზე შეკრებილ "ლელოს" მხარდამჭერებს პარტიის ლიდერი სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და განსაკუთრებული აქტიურობისკენ მოუწოდა.

"საქართველოში უნდა დავამთავროთ ჩაკეტილი წრე, უნდა დაიწყოს ახალი ცხოვრება, ძირეული რეფორმები, რაც ახალგაზრდებმა უნდა განახორციელონ უფროს თაობასთან ერთად. ქვეყანაში ჩამოყალიბდა ერთპიროვნული მმართველობა, მისაკუთრებული ხელისუფლება, პროკურატურა, სხვა უწყებები, "ქართულმა ოცნებამ", რომლის ამომრჩეველი მეც ვიყავი, ქვეყანა ჩიხში შეიყვანა. ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის, რაც ვერ შეძლო "ქართულმა ოცნებამ". ჩვენ გვაქვს ზუსტი გეგმა, როგორ გავხადოთ ჩვენი ეკონომიკა 100 მილიარდიანი უახლოეს წლებში, ეს გადაუჭრელი პრობლემები, რაც არსებობს ბათუმსა და აჭარაში, უნდა დასრულდეს,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დღის ამბები